მე-2 სემესტრის სადამრიგებლო პროგრამა
1) თემა: მეგობრობა, მეგობრობის უნარი.
მიზანი:ერთმანეთის გატანა, ურთიერთობები
აქტივობა: საუბარი, შესაბამისი მოთხრობის წაკითხვა.
2)
თემა: ადამიანებს შორის მსგავსება, განსხვავება, სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს გავს, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მიზანი: თვით ადამიანის პიროვნების გაცნობა, რომ ყველანი სამყაროს ნაწილი ვართ.
აქტივობა: ფილმის ნახვა, დისკუსია, საუბარი.
3) თემა: სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები, ტყუილები, დაუკითხავად ნივთის აღება, საფრთხე.
მიზანი: მეგობრობის გრძნობის გაღვივება, ტყუილს ცუდი შედეგი მოსდევს და არ შეიძლება დაუკითხავად მეგობრის ნივთის აღება.
აქტივობა: დისკუსია, როლური თამაში, მენტორის როლის გათამაშება.
4) თემა: ქცევის წესები, ეტიკეტი: დაბადების დგისათვის საჩუქრის შერჩევა, თეატრსა თუ კინოში ქცევის წესები.
მიზნი: ქცევის წესების ცხოვრებაში გამოყენება, ზრდილობიანი ფორმებით ერთმანეთზე მიმართვა, საზოგადოებაში მოქცევის წესები.
აქტივობა: საკუთარი გამოცდილების გაზიარება, როლური თამაშები.
5) თემა: გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
მიზანი: კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება, ხეების მოვლა.
აქტივობა: ფილმის ნახვა, დისკუსია.
6) თემა: საკუთარი ჯანმრთელობა, როგორც ფასეულობა, ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე.
მიზანი: საკუთარი სხეულის მოვლა, ჯანმრთელობის ფასის ცოდნა, გაფრთხილება.
აქტივობა: საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ფილმის ნახვა, დისკუსია.
7) თემა: დღის რეჟიმი, მისი დაგეგმვის აუცილებლობა.
მიზანი: დაგეგმილ დგის რეჟიმს საუკეთესო შედეგი მოყვება, განსაკუთრებით დასვენებისა და სასწავლო პროცესში.
აქტივობა: დისკუსია, საუბარი.
8) თემა: მავნე ჩვევების საფრთხე.
მიზანი: რა შედეგი მოყვება მავნე ჩვევებს, მისი აღმოფხვრა.
აქტივობა: საკუთარი გამოცდილება, საუბარი, ფილმის ჩვენება.
9) თემა: უსაფრთხოება.
მიზანი: მოძრაობა სწორად, მშობლებისა და ახლობლების მისამართების ცოდნა.
აქტივობა: სიმულაციური თამაშები, დისკუსია.
10) თემა: ისტორიული და კულტურული ძეგლების მოვლა.
მიზანი: ისტორიის შესწავლა, მოვლა, გაფრთხილება.
აქტივობა: შესაბამისი ფილმის ჩვენება, დისკუსია.
No comments:
Post a Comment