2015-2016სასწავლო
წლის დამრიგებლის კლასთან ჩატარებული თემები:
1.
თემა:
რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი, ზაფხულის შთაბეჭდილებები, ჰობი, რა მოლოდინები აქვთ
ახალ სასწავლო წელს?
მიზანი:შეისწავლონ,
გაითავისონ თუ რა არის მესამეკლასელობა.
შედეგი:
ხდებიან ყურადგებიანები, სწავლობენ მოსმენას.
2 შეხვედრა.
2.
ოცნებები,
რაზე და რატომ ოცნებობენ ადამიანები, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ავისრულოთ ოცნება?
მიზანი: ავუხსნათ, რა არის ოცნება, რისთვის სჭირდება
ადამიანს ის.
შედეგი: ისწავლიან თვითშეფასებას, მოსმენას და დისკუსიაში
ჩართვას.
2 შეხვედრა.
3.
ფანტაზია,
ტყუილი, რა შედეგი მოაქვს ტყუილს.
მიზანი:
ცნება ტყუილის გაცნობა სიტუაციური ამოცანებით.
შედეგი:
გაიგებენ, თურა ცუდი შედეგი მოყვება ტყუილს, რატომ არის ცუდი.
2 შეხვედრა.
4.
მესამეკლასელის
უფლებები.
მიზანი:
ცნება უფლებების გაცნობა, უნარ-ჩვევების გამომუშავება.
შედეგი:
იგებენ, თუ რისტვის არის საჭირო უფლებების და წესების დაცვა. 1-2 შეხვედრა.
5.
თვისებები,
რომლებიც აუცილებლად უნდა გვქონდეს, ჯადოსნური სიტყვები: გმადლობთ, ბოდიში.
მიზანი:
იცოდნენ ამ სიტყვების საჭირო დროს გამოყენება.
შედეგი:
ხდებიან მოკრძალებულები, პატივს სცემენ უფროსებს, ერთმანეთს .
2-3 შეხვედრა.
6.
კამათის
კულტურა, საკუთარი უფლებების დაცვა.
მიზანი:
რა დროს არის აუცილებელი კამათი, როგორ უნდა მოიქცნენ კამათის დროს.
შედეგი:
სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, ხდებიან ყურადღებიანები.
2 შეხვედრა.
7.
ჯანსაღი
ცხოვრების წესი, სისუფთავეზე ზრუნვა, ტრამვებისაგან დაცვა.
მიზანი: ცნებების გაგება, გათავისება, უნარ-ჩვევების გამომუშავება.
შედეგი:
ყალიბდებიან მოწესრიგებულ, ყურადღებიან ადამიანებად.
2 შეხვედრა.
8.
დღის
რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და სპორტი.
მიზანი:
მოწესრიგებული ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობა.
შედეგი:
სწავლობენ დროის გამოყენებას, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
1 შეხვედრა.
9.
საგზაო
უსაფრთხოება.
მიზანი:
რა არის უსაფრთხო ცხოვრება, რა შემთხვევაში ჭირდება ადამიანს უსაფრთხოების დაცვა.
შედეგი:
სწავლობენ უსაფრთხო ცხოვრებას, ხდებიან დაკვირვებულები.
1 შეხვედრა.
10.
დღესასწაულები,
მათი ტრადიციები, სახელმწიფო სიმბოლიკა.
მიზანი: ტრადიციების დაცვა, შენარჩუნება.
შედეგი: ეჩვევიან ტრადიციების შენრჩუნებას, პატივს სცემენ
წარსულს.
2 შეხვედრა.
11.
წაკითხული წიგნები, კონცერთები, ღონისძიებები.
მიზანი:
კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, სპექტაკლებზე დასწრების კულტურა.
შედეგი: სწავლობენ აზრის გაზიარებას, დისკუსიის კულტურას,
საუბარს, ურთიერთობებს.
2 შეხვედრა.
.
No comments:
Post a Comment