Friday, December 19, 2014



     დამრიგებლის კლასთან ჩატარებული თემების მიზნები და შედეგები:


1)თემა: რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი, რით განსხვავდება პირველკლასელისაგან?
თარიღი: 19.09.
მიზანი:გაეცნონ, შეისწავლონ, გაითავისონ თუ რა არის , ანუ რას ნიშნავს მეორეკლასელობა.
შედეგი:იციან წერა, კითხვა, ანგარიში. აქვთ მსჯელობისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.
აქტივობები: დისკუსია,
                      საუბარი,
                      მსჯელობა.

2) თემა:საკლასო წესების შემუშავება, რომელი წესების  დაცვა გვმართებს სწავლაში?
    თარიღი: 26.09.
     მიზანი:შეიმუშაონ, ჩამოაყალიბონ წესები,იმსჯელონ, თუ რისთვის არის საჭირო წესების ცოდნა.
       შედეგი:შეიმუშავეს, ჩამოაყალიბეს, იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნა, რომ აუცილებელია წესების დაცვა.
      აქტივობები:დისკუსია
                           როლური თამაშები.
 3)თემა; თვისებები, რის გამოც ვირჩევთ მეგობარს. იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი.
      თარიღი: 10.10.
    მიზანი: გარკვევა იმ თვისებებისა, რომლებიც თვითონ მოსწონთ, რის გაკეთებას მოითხოვენ სხვებისაგან.
      შედეგი: გამოიტავეს დასკვნები, შეაფასეს ერთმანეთი, დახატეს იდეალური ადამიანის პორტრეტი და გამოიტანეს დასკვნა, თუ როგორია ნამდვილი მეგობარი.
     აქტივობები: დისკუსია,
                            მაგალითები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან
                             სიმულაციური თამაშები.
  4) თემა:ადამიანების დახმარება, ჩვენ როგორ დვეხმარებიან?
      თარიღი: 14.11.
     მიზანი: რა შემთხვევაში საჭიროებს ადამიანი დახმარებას, რისთვის სჭირდებათ დახმარება, ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
    შედეგი: გაარკვიეს, რომ ყველა ადამიანს სჭირდება დახმარება, ისწავლეს ემფატიის გრძნობა,
      აქტივობები: დისკუსია,
                             საუბრები,
                              როლური თამაშები,
                              საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
  5) თემა: მეორეკლასელის სირთულეები, ზოგისთვის რთულია გაკვეთილზე წყნარად ჯდომა, ზოგისთვის კარნახით წერა..............
      თარიღი: 21. 11.
       მიზანი; სირთულეების დაძლევა, დაბრკოლებების გადალახვა, ნებისყოფისა და ყურადღების უნარის განვითარება.
       შედეგი: დაძლიეს სირთულეები, გადალახეს დაბრკოლებები, გამოიმუშავეს ნებისყოფა , ყურადღება.
      აქტივობები: დისკუსია,
                            მაგალიათები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან,
                             საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
6) თემა: ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება, მოუთმენლობა, სიფიცხე.
     თარიღი: 5. 12.
    მიზანი: სირთულეების დაძლევა ტყუილებთან დაკავშირებით, შეცდომების გამოსწორება, ცუდი თვისებების შეფასება.
      შედეგი:  სწავლობენ სირთულეების დაძლევას, ასწორებენ შეცდომებს, აკონტროლებენ ქცევებს,
      აქტივობები: დისკუსია
                            მსჯელობა
                              როლური თამაშები,
                             საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
                                                    

No comments:

Post a Comment