Monday, December 8, 2014

                                პროექტის სახელი: "ცოცხლი და არაცოცხლი ბუნება"        
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა წაიკითხეს ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოში თემა-"
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება".უნდა გაეკე თებინათ ნახატები, მოეძიებინათ მასალები, ინფორმაციები.
ყოველივე ამის შემდეგ თვითონ დაემზადებინათ პროექტები.
დეტალური აღწერა: მოსწავლეებს სკოლის სახელმძღვანელოს გარდა, ინტერნეტის საშუალებითა და
დამატებითი ლიტერატურის დახმარებით უნდა გაეკეთებინათ პროექტები, დეტალური განხილვისა
და თემის დამუშავების შემდეგ დავგეგმეთ წავსულიყავით "კუს ტბაზე".
ბავშვები გულმოდგინეთ აკვირდებოდნენ გარემოს, ყურადღებით ათვალიერებდნენ თითოეულ დეტალს,
ტბის მიდამოებში წარმოადგინეს და ისაუბრეს თავიანთი ნამუშევრების შესახებ, უსვამდნენ ერთმანეთს
შეკითხვებს, დროდადრო ვერთვებოდი და ვაძლევდი რეკომენდაციებს.
პრეზენტაცია საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, დიდი ხალისით ხდებოდა წარდგენა და აფასებდნენ
ერთმანეთის ნამუშევრებს.
          მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი. მე-2 კლასი.
          ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა.
         მოსალოდნელი შედეგები: თემის გაცნობა, ფიზიკური და გონებრივი შრომა. ორგანიზება-
კოლექტიური სვლა. პროექტების დამზადება.
            სარგებელი სხვებისთვის: შექმნილი თვალსაჩინოება.
       სამუშაო ენა: ქართული ენა.
საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებისმეტყველება, კითხვა, ტექსტის გააზრება, ილუსტრირება.
პროექტის წამყვანი/ ხელმძღვანელი- მაკა გაბუნია
ელ. ფოსტა: mgabunua9@gmail.com


                                                               

No comments:

Post a Comment